აჭარის ღია პირველობა კრივში

07 დეკ 2019

კრივში, ჭაბუკთა შორის აჭარის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. შეჯიბრებაში, სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

შეჯიბრების პარალელურად, ხვალ  სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო  არბიტრები მასტერკლასს ჩაუტარებენ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და მშობლებს. გაიმართება ფინალური შერკინებები და ჩემპიონატი დასრულდება.