დევნილთა დასახლებაში სკოლის აშენებას ითხოვენ

19 აპრ 2016

დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღისა და სკოლის აშენებას ითხოვენ. იძულებით გადაადგილებული პირების ინფორმაციით, ბავშვები სასწავლებლად ქალაქის სხვა უბნებში დაჰყავთ და აუცილებელია დასახლებაში საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდეს. ამ თემაზე მათ დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრები ესაუბრნენ. პრობლემები მოისმინეს და მთავრობას მისი მოგვარებისკენ მოუწოდეს.