სამეცნიერო კონფერენცია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თემაზე 

07 დეკ 2019

აჭარის საარქივო სამმართველოში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

მასში ქართულ სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთად თურქეთისა და უკრაინის  მეცნიერებიც  მონაწილეობდნენ. გასული წლების კონფერენციებზე წარდგენილი ნაშრომების ბაზაზე  წელს საარქივო დეპარტამენტმა კრებული გამოსცა.