ქედის მერიის თანამშრომელს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 6 -დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

06 დეკ 2019

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, ქედის მერიის თანამშრომელს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 6 -დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  მტკიცებულებად - სუს-მა ვიდეომასალა დღეს  გაავრცელა.

გამოძიების ინფორმაციით,  ტარიელ თურმანიძემ მოქალაქეს სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო 2000 ლარი.