ქუთაისში საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა

06 დეკ 2019

ქუთაისში საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა.  კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს,  ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები ესროლეს. ოპოზიციის ლიდერები აღმაშენებლის მოედნისკენ მსვლელობას მართავენ. ამბობენ, რომ პროტესტი მშვიდობიანი იქნება და ხელისუფლებას მოუწოდებენ ძალადობრივი ჯგუფები არ დაუპირისპირონ. აქციას მოძრაობა   "შეცვალეს" წევრებიც შეუერთდნენ.