ნიკა გვარამია - სუს-ში ფეისბუქპოსტის გამო დამიბარეს

05 დეკ 2019

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „უზურპატორის დამხობაზე“ დაწერილი პოსტის გამო დაიბარეს.

''ერთი ფბ პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია'' - დაწერა სოციალურ ქსელში გვარამიამ.

გვარამიამ უწყებაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ ის სუს-ში 6 დეკემბერს, 11:00 საათზეა დაბარებული.