“ოქროს პაიკის” დაჯილდოებას ქართველი მოჭადრაკეების გარეშე არ ჩაუვლია

05 დეკ 2019

მონაკოში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე, ''ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ევროპელი მსოფლიოს ჩემპიონის'' პრიზი მაია ჩიბურდანიძეს გადაეცა, ნონა გაფრინდაშვილი კი შემდეგი ნომინაციის გამარჯვებული გახდა: "ჭადრაკი, როგორც ცხოვრების აზრი".

“ოქროს პაიკის” დაჯილდოებას ქართველი მოჭადრაკეების გარეშე არ ჩაუვლია. ღონისძიებაზე  სტუმრებს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი მიესალმა. ნომინაციაში ევროპის საჭადრაკო ლეგენდად ქალებში იუდიტ პოლგარი დაასახელეს, კაცებში კი - გარი კასპაროვი.

პრიზები, რომლებიც საღამოს მთავარ გმირებს გადაეცათ, ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიამ დაამზადა.