ქობულეთის მერიაში ერთმანეთს აგინეს, იყო ხმაურიც

03 დეკ 2019

ქობულეთის მერიაში ხმაურია. სიტყვიერი დაპირისპირება ქობულეთის მერსა და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს შორის დაიწყო. ბონდო თედორაძემ მირიან ქათამაძეს ზონდერი დაუძახა.  ''უზრდელი ხარ, შეურაცხყოფას ნუ მაყენებ, ზონდერი შენ ხარ'' - უპასუხა ქობულეთის მერმა დეპუტატს. 

მოგვიანებით კი, ერთმანეთს თანამშრომლები და აქტივისტები დაუპირისპირდნენ. შენობაში ისმოდა გინება და უცენზურო სიტყვები.

შენობიდან პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე გაიყვანა.