მცხეთაში აქციაზე, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, 7 ადამიანი დააკავეს

02 დეკ 2019

მცხეთაში აქციაზე, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, 7 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს შვიდი ადამიანი დაკავებულია დაპირისპირების ორივე მხრიდან. აქტივისტებმა მცხეთის მერიასთან, სადაც დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარული ბიუროა, პროტესტის ნიშნად 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ისინი დეპუტატთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომ მონეტები გადაეცათ და მოესმინათ განმარტება, თუ რატომ ჩააგდო პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა მათ ადგილზე ქართული ოცნების მხარდამჭერები და პოლიცია დახვდათ.