30 ნოე 2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამოქალაქო აქტივისტების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს „უსაფუძვლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.
უწყების ინფორმაციით, აქტივისტების განცხადება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა არის უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა.