ნაადრევი ქორწინების თემაზე საუკეთესო ესეების ავტორები დააჯილდოვეს

30 ნოე 2019

ნაადრევი ქორწინების თემაზე საუკეთესო ესეების ავტორი ბავშვები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააჯილდოვა. პირველ 3 ადგილზე გასულ ავტორებს წიგნის მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა. ასევე, დაჯილდოვდა ჟიურის 3 რჩეული კონკურსანტი, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები მისცეს.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი,  სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და  ტურები დაათვალიერეს.