ე.წ. საზღვრის დარღვევისა და ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

30 ნოე 2019

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დარღვევისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუასთან ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, ჩხრეკისას მას მარიხუანა აღმოაჩნდა. გენადი ბესტაევი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს და მას ადგილობრივმა „სასამართლომ“ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.