ხულოს მერის ანგარიში საკრებულოში ტაშით დასრულდა

29 ნოე 2019

ხულოს მერმა საკრებულოს დეპუტატებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.  შეხვედრას ფრაქცია ენმ-ს წევრები არ ესწრებოდნენ, რომლებმაც მერის ანგარიში მასკარადს შეადარეს და პირველ პირს მუშაობა დაუწუნეს.

 

ოპოზიციისგან განსხვავებით კრიტიკული შეფასებები და კითხვები არ ჰქონიათ უმრავლესობაში. მერმა დეპუტატებს  ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები გააცნო.