გოგა ბითაძის ''ინდიანამ'' ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

28 ნოე 2019

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში დილით მორგი სათამაშო დღის მატჩები ჩატარდა. გოგა ბითაძის ,,ინდიანა პეისერსმა’’ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. ‘’ინდიანამ’’ 19 ქულიანი სხვაობით 121-102 აჯობა ,,იუტა ჯაზსს’’.

ქართველმა კალათბურთელმა მატჩში 11:32 წუთი დაჰყო და ამ დროში 3 ქულას, 4 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა გოგას თანაგუნდელმა დომანტას საბონისმა. ლიეტუელმა შეხვედრაში 33 წუთი ითამაშა და 23 ქულა, 12 მოხსნა და 1 შედეგიან გადაცემაც ჩაიწერა.

ამ დროსთვის ,,ინდიანა პეისერსი’’ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში 11 მოგებით და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. აღმოსავლეთ კონფერენციას კი, 15 მოგებითა და 3 მარცხით ,,მილოუკ ბაქსი’’ ლიდერობს.

შემდეგ შეხვედრას ბითაძის ‘’ინდიანა’’ 30 ნოემბერს ,,ატლანტა ჰოუკსის’’ წინააღმდეგ გამართავს.