არ არის სასიამოვნო ეს პროცესები, მაგრამ პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს - გია ვოლსკი

26 ნოე 2019

დეპუტატი გია ვოლსკი ცოტახნის წინ პარლამენტში მივიდა. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. 

დეპუტატის განცხადებით, პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს.

„არ არის სასიამოვნო ეს პროცესები, მაგრამ უნდა გააგრძელოს მუშაობა პარლამენტმა“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი, მანამდე კი, პარლამენტის ბიურო უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას, სხდომა ჩაატარონ.