ბათუში, მრავალწლოვანი ხე ტროტუართან ერთად ჩააბეტონეს - მოქალაქის წერილი

25 ნოე 2019

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, "სანაპიროს" მოპირდაპირე მხარეს,  ტროტუარი დაასხეს და ხეც ჩააბეტონეს - ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქემ მიაწოდა.  ფოტოზე ჩანს, რომ ტროტუარზე მოწყობილია კაფე-ბარი. 

ვაზუსტებთ, გასცა თუ არა მერიამ ნებართვა ტროტუარის ამ ფორმით მოწყობაზე. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში გვითხრეს, რომ მობილური ჯგუფი ფაქტის შესამოწმებლად ადგილზე გავიდა.