დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა

24 ნოე 2019

დღეიდან საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში ვიზიტს იწყებს,სადაც ის თავის კოლეგას და ასევე  სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრებზე იმსჯელებენ საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისა და ამ მიმართებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე.