ბიძინა ივანიშვილს უნდოდა აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხი ყოფილიყო-მურმან დუმბაძე

23 ნოე 2019

ემსახურე საქართველო ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო აჭარის ტელევიზია იმ სტატუსით ყოფილიყო რა სტატუსიც დღეს აქვს. მისივე თქმით სიტყვა აჭარაც არ უნდა ყოფილიყო.

"2013 წლის ნოემბერი იყო ხელისუფლებისგან მოსვლის თითქმის ერთი წლისთავი. მანამდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩვენი ამოცანა და დანაპირები საქართველოს მოსახლეობის მიმართ იყო ის რომ სახელმწიფო ტელევიზია გახდებოდა რეგიონული მაუწყებელი, ეს კონცეფციაც ასე იყო და პროგრამაშიც ასე გვეწერა. როცა უკვე გავიმარჯვეთ და ხელისუფლებაში მოვედით, დაკომპლექტდა მთავრობა, მე ბიძინა ივანიშვილს შევხვდი ამ საკითხზე, ვისაუბრეთ თუ რა სტატუსით იქნებოდა აჭარის ტელევიზია და ერთხელ ვთქვი ტელევიზიით, კიდევ ვიმეორებ და თუ შემეწინააღმდეგება ვინმე აგერ ვარ და პასუხს გავცემ. ბიძინა ივანიშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო აჭარის ტელევიზია იმ სტატუსით ყოფილიყო ყოფილიყო რა სტატუსითაც ახლაა, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. სიტყვა აჭარაც უნდა ამოღებულიყო."-ამბობს მურმან დუმბაძე. 

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურდა აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხი გამხდარიყო. ის ამ საკითხზე გამართულ შეხვედრებსაც იხსენებს.

"ივანიშვილი ამბობდა, რომ აჭარის ტელევიზია უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხი. სიტყვა, სიტყვით ამას ამბობდა. ჩემთან პირად საუბარში  ივანიშვილს სიტყვა მეოთხე არხი ნათქვამი აქვს. რამდენიმე დღე გაგრძელდა ეს საუბარი და ერთ-ერთ ასეთ საუბარს  ესწრებოდა სოზარ სუბარიც. ის ამტკიცებდა, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო არის ზედმეტი ბარგი, ის იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხი და დამთავრდა, მე ამ სტატუსით ვფიქრობ და ამ კონცეფციას ვანვითარებო. მერე ძალიან ბევრი ვიკამათეთ. ვუთხარი მოსახლეობა დაგვიპირისპირდება, ეს არის 20 წლიანი გამოცდილების ტელევიზია თქო, ჟურნალისტების მთელი პლიადა დაიზარდა, ახალი ინტელექტი, გონება, საინტერესოა, რეგიონი უყურებდა. თავიდანვე მაუწყებლის მიმართ ივანიშვილს ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება"-ამბობს ემსახურე საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი.

მურმან დუმბაძე იხსენებს, რომ  პირველი სერიოზული კამათი ივანიშვილთან სწორედ ამ საკითხზე ქონდა. "უკან დავიხიეთ, დაახლოებით კონცეფციაში ვთანხმდებოდით პოზიციაც და ოპოზიციაც. სახელმწიფოსგან მოშორება იყო მთავარი ამოცანა. ბოლოს მივაღწიეთ იმას, რომ გახდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. არჩევანი იყო ცუდს და უარესს შორის. ივანიშვილი მეუბნებოდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხი. არავითარი ტელევიზია აჭარას არ ჭირდებაო"-ამბობს მურმან დუმბაძე.

წამყვანის კითხვაზე თუ რა მოხდა ამის შემდეგ, როცა პარლამენტმა გენო გელაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა?

"ამის შემდეგ კოხრეიძეა... ძალიან დიდი ყურადღება მისთვის არ მიმიქცევია. პრაგმატულად რომ იაზროვნო, თუ აჭარას დედაქალაქელი კაცი წარმოადგენს საცხოვრებელი არ სჭირდება,  დამატებითი ხარჯი არ სჭირდება, ამბობს რომ შენი ტელევიზია უნდა ვიყო, შენს ინტერესებს გავიტან. მაშინ, როცა ეს არის 2013 წლის შემოდგომა. მე გარიცხული არ ვარ პარტიიდან, მაგრამ არც იქით ვარ. გიორგის მხარს უწერდა ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი ამ დროს პრემიერი იყო თუ არა ზუსტად არ მახოვს, შსს-მინისტრი ნამდვილად იყო."- უპასუხა მურმან დუმბაძემ.

ჟურნალისტი-იყო თუ არა კოხრეიძე ქართული ოცნების რჩეული?

მურმან დუმბაძე - კი , გიორგი კოხრეიძე იყო ქართული ოცნების რჩეული.