საია ცეესკოს წინააღმდეგ

08 სექ 2016

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე ლეონიდ ჩერნოვეცკის რეგისტრაციას ეხება, საია კანონდარღვევაზე საუბრობს და არგუმენტად იმ მუხლს ასახელებს, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქართულ ენას უნდა ფლობდეს.