21 ნოე 2019
ვისზე გააკეთებს არჩევანს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო? 9 კანდიდატს შორის 7 მაუწყებლის თანამშრომელია. ახლა განსაკუთრებული ყურადღებაა ხვალინდელ არჩევნებზე მესამე სექტორისა და მოქალაქეების მხრიდან, რადგან აირჩიონ ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი დირექტორი. გასაუბრებები დღეს დაიწყო, რომელიც ხვალაც გაგრძელდება და დღის ბოლოს უკვე კენჭისყრა შედგება.