ბათუმში სარდაფში ხანძარი გაჩნდა

21 ნოე 2019

ბათუმში, სერგი მესხის ქუჩაზე სარდაფში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა მივიდა. მოქალაქეს სარდაფში დასაწყობებული პლასტმასის ნივთები დაეწვა. 

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე წუთში მოახერხეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.