ციხეებში გიორგობასთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება

20 ნოე 2019

პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან, 21 ნოემბრიდან დაიწყება.პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება მოხდება 21-22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე"- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.