სოფელ დიდ რიყეთში ტყე იწვის

19 ნოე 2019

ხულოში, სოფელ დიდ რიყეთში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.