არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

19 ნოე 2019

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებენ, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ  საარჩევნო  სისტემაზე  გადასასვლელად. 

განცხადებას  9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. დოკუმენტში აღნიშნულია: “საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად“ _ წერია განცხადებაში.