აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

18 ნოე 2019

აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. სამართალდამცველები რამდენიმე მიმართულებით მიდიან საკანონმდებლო ორგანოსკენ. ისმის  გამაფრთხილებელი საყვირების ხმა.

გთხოვთ მოარიდოთ ადგილს ბავშვები, ქალები და მოხუცები - ისმის ჩანაწერის ხმა პარლამენტთან.