ეკა ბესელია: არ გამოიყენოთ ძალა,ნუ დაემსგავსებით წარსულს

18 ნოე 2019

ეკა ბესელია მმართველ პარტიას მოუწოდებს არ დაარბიოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია.

დამოუკიდებელი დეპუტატი ამის შესახებ ფეისბუქ გვერდზე წერს.

''კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას-არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია!
ნუ დაემსგავსებით წარსულს და გაიხედეთ მომავლისკენ!
დიალოგი და პრობლემის გადაწყვეტა არის გამოსავალი!!!''

პოლიციამ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.