როცა დავაპირებ პარლამენტში მისვლას, ნურავინ გაბედავს, წინ გადამეღობოს - რატი იონათამიშვილი

18 ნოე 2019

''ქართული ოცნების'' დეპუტატი, რატი იონათამიშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, როცა ის პარლამენტში მისვლას დააპირებს, წინ არავინ გადაეღობონ.

„მინდა, ყველას ვუთხრა – ღმერთი ნუ გაუწყრება და ვერავინ გაბედოს, როცა მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, წინ გადამეღობოს და გზა გადამიღობოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის შენობა გუშინ საღამოდან ბლოკირებულია. აქციის მონაწილეების მიერ ჩახერგილია საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი.

დღეს დილით, აქციის მონაწილეებმა სამი დეპუტატი პარლამენტში არ შეუშვეს.