აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ

17 ნოე 2019

 პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართება - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას მსვლელობის მონაწილეები თავიანთი კონკრეტული მიზნების შესახებ არ საუბრობენ.

 მმართველი პარტიის ოფისთან დაცვის განსაკუთრებული ზომებია მიღებული.