ბათუმის სარაგბო  გუნდის  კიდევ ერთი გამარჯვება

16 ნოე 2019

„დიდი  10-ის“  მე-8 ტურში,  ბათუმის სარაგბო  გუნდმა, მარნეულის „არმაზს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 47:3 დაამარცხა. უპირატესობა ბათუმელებმა თავიდანვე მოიპოვეს და პირველი ტაიმი 21:3 მოიგეს, მეორე ტაიმში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ტემპი არ დააგდო და 26 უპასუხო ქულა მოიპოვა. საერთო ჯამში ბათუმმა 7 ლელოს დადება მოახერხა.

ამ მოგების შემდეგ „სარაგბო კლუბი ბათუმი“  27 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია, თუმცა უშუალო კონკურენტებს ერთი თამაში აქვთ რეზერვში. 22 ნოემბერს ბათუმს გასვლაზე რუსთავის „ხარებთან“ პრინციპული შეხვედრა ელოდება.