რას ფიქრობს ხალხი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნაზე?

14 ნოე 2019

დღეს ჩვენ ვკითხეთ მოქალაქეებს, რას ფიქრობენ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე. გამოკითხულთაგან თითქმის ყველა პასუხისმგებლობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნაზე უმრავლესობას აკისრებს. ამბობენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია.

მოუწოდებენ მმართველ გუნდს შეასრულონ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება, რასაც ხალხის მონაპოვრად აფასებენ.