ფოტოები სოფელ დღვანიდან, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა

12 ნოე 2019

შუახევში, სოფელ დღვანში ხანძარი იყო.  ცეცხლი ფუტკარაძეების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. 

ხანძრის შედეგად სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სახლში 8 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის არასრულწლოვანიც. 

ოჯახის წევრებმა სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. განადგურებულია ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ.