ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

12 ნოე 2019

ნოემბრის ბაშორს მესამე დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოტორებისთვის.

 12 ნოემბერს კიუშუ ბაშოს მესამე საშჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება იზეიმა,  ლევან გორგაძე კომუსუბი ენდოს შეხვდა, ვისთანაც აქამდე უარყოფითი ბალანსი 5:6-ზე ჰქონდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 1:2-ზე გაუხდა.

ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 9:7-ზე აქვს.

ასევე გაგამარუმ ნოემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.   გაგამარუმ იგივე  თეიმურაზ ჯუღელმა  ჯურიოს მე-14 ნომერი, იაპონელი იროდორი დაამარცხა. ორივე ქართველისთვის ნომებრის ბაშოზე ეს პირველი გამარჯვებაა.მათ ბალანსი ახლა 2-1-ზეა.