ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების საქმის არსებითად განხილვა გრძელდება

12 ნოე 2019

 გრძელდება ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების საქმის არსებითად განხილვა. სასამართლო დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს. დაიკითხება საქართველოს ბანკის თანამშრომელი. მხარეები დღეს იმსჯელებენ დასაკითხ პირთა ბათილობაზეც.