სოფელ ნიგაზეულში საცხოვრებელი სახლი იწვის

09 ნოე 2019

შუახევში, სოფელ ნიგაზეულში ცეცხლაძეების  საცხოვრებელი სახლი იწვის.  ხანძრის გაჩენის დროს სახლში 75 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც შენობის დატოვება მოასწრო. ცეცხლი დამხმარე ნაგებობაზეც გავრცელდა. 

ამ წუთებში, სახანძრო-სამაშველო  სამსახურის 3 ბრიგადა ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს. იმისათვის, რომ ცეცხლი ახლომდებარე სახლებზე არ გადავიდეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების თქმით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, შეშის ღუმელია.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსრკ-ს 188 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.