ამერიკელი კონგრესმენები წეროვანში

09 ნოე 2019

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო  ცენტრს ეწვივნენ.  ესაუბრეს , საერთაშორისო  სამშვიდობო  მისიაში  დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს.

  ამერიკელმა სტუმრებმა  ცენტრის ინფრასტრუქტურა და ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებელო სამუშაოებიც დაათვალიერეს. დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება, აშშ-ის მხარდაჭერით შენდება და უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

საქართველოში, ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების  კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში  მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან  გამართეს შეხვედრა.