ბათუმში კინოთეატრ ''აპოლოში'' ფილმის ჩვენება დაიწყო

08 ნოე 2019

ბათუმში კინოთეატრ ''აპოლოში'' ფილმის ჩვენება, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

პრემიერა 22:00 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ კინოთეატრის წინ განვითარებული მოვლენების გამო, დაახლოებით 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

დარბაზში მოქალაქეები, პოლიციის დახმარებით შევიდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, დარბაზში ცარიელი ადგილები მაინც დარჩა.