რა ვითარებაა კინოთეატრ აპოლოსთან - /ფოტორეპორტაჟი/

08 ნოე 2019

ბათუმში, კინოთეატრ ''აპოლოსთან'', სადაც დაახლოებით 5 საათში, ფილმის პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციელები უკვე იკრიბებიან. 

გამსახურდიას ქუჩაზე დგანან სახანძრო და სამაშველო სამსახურის ავტომობილებიც, ადგილზე მეხანძრეებიც იმყოფებიან. 

''და ჩვენ ვიცეკვეთ'' - ფილმის ჩვენება 22:00 საათზე უნდა დაიწყოს. 154-ვე  ბილეთი გაყიდულია. 

ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, კინოთეატრთან ადრე მივიდნენ, რადგან მათი უსაფრთხოდ შესვლა და დარბაზში განთავსება მოხერხდეს. 

ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" მომხრეები რამდენიმე დღეა უკვე აანონსებენ, რომ ფილმის ჩვენებას ჩაშლიან.