EMC –სპეცოპერაცია რისკების და საჭიროებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩატარდა

07 ნოე 2019

სუს-ის თანამდებობის პირების გამოკითხვამ აჩვენა, რომ პანკისის სპეცოპერაცია რისკების შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩატარდა-ინფორმაციას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“  ავრცელებს.

იემსი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვის პროცესს აფასებს.  უწყების ინფორმაციით, პროკურატურის გამოკითხვები საერთოდ არ შეეხო გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემას და არც კი დაისვა შეკითხვები სუს-ის მიერ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღების წესის სავარაუდო დარღვევასთან, მტკიცებულებების სავარაუდო ფალსიფიკაციასა და განადგურებასთან დაკავშირებით. 

ორგანიზაციის ცნობით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და მათ ადვოკატებს ამ დრომდე არ აქვთ წვდომა საქმის მნიშვნელოვან მასალებზე.