''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო'' სიის ათეული ცნობილია

07 სექ 2016

გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამუნა ხულორდავა,  რომან კაკულია, სოფო ქაცარავა და  ირინა ფრუიძე. -“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება. დღესვე პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, სხვა ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები დაესწრებიან.