ქეთევან ცინცაძემაც დღეს დეპუტატებს განუცხადა, რომ სასამართლოს პოლიტიზების პრობლემა უშუალოდ მას არ შეხებია

06 ნოე 2019

წინა კანდიდატების მსგავსად ქეთევან ცინცაძემაც დღეს დეპუტატებს განუცხადა, რომ სასამართლოს პოლიტიზების პრობლემა უშუალოდ მას არ შეხებია. კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, განათლება და ხედვა სხვადასხვა საკითხზე- საკანონმდებლო ორგანოში  სასამართლოს დამოუკიდებელ ინსპექტორს ამ თემებზე მოუწია საუბარი.

დეპუტატები დაინტერესდნენ, მფარველობდა თუ არა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველს  მიხეილ ჩინჩალაძე, რომლის მოადგილეც იყო ქეთევან ცინცაძე 6 წლის განმავლობაში.