ეროვნული საგანძური

07 სექ 2016

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო ქართულ ეროვნულ საგანძურს ბოტიჩელის, კარავაჯოს, დავინჩისა და სხვა ხელოვნების დიდი ქურუმების გვერდით იხილავს. ხელოვნების სასახლე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სახელოვნებო გაერთიანების - გუგლის კულტურული ინსტიტუტის სრულუფლებიანი პარტნიორია. დავით კაკაბაძე, გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი -ეს იმ ქართველი ფერმწერების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედების ნახვა ამიერიდან Gგუგლის ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმაზეა შესაძლებელი