ოპოზიციას მიაჩნია, რომ ქეთევან ცინცაძეს მოსამართლეობისთვის არასათანადო ასაკი აქვს

06 ნოე 2019

პარლამენტში  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  რიგით მე-18 კანდიდატს უსმენენ. დეპუტატების შეკითხვებს ქეთევან ცინცაძე  პასუხობს, რომელიც მოიაზრება  ე.წ- ლი „სასამართლო კლანის წევრად “ . ამასთან ცნობილია, რომ ცინცაძეს არ აქვს სამოსამართლეო გამოცდილება. 

იგი ამჟამად  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, რომელიც ძირითადად მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს.  მანამდე კი ცინცაძე მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწეც იყო.