აჭარის კარატეს ნაკრების რვა სპორტსმენმა, რვა მედალი ჩამოიტანა

06 ნოე 2019

8 სპორტსმენი და რვა მედალი - აჭარის კარატეს ნაკრები ბათუმში 5 ოქროს, 2 ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა. თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში, 150-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.

გარდა მედლებისა, აჭარის გოჯუ-რიუ კარატეს ნაკრები ჩემპიონატის საუკეთესო გუნდად დასახელდა, ლაშა ტარიელაძე კი საუკეთესო ტექნიკის მქონე მებრძოლად. 

აჭარის ნაკრების 3 წევრი საქართველოს ნაკრებში ირიცხება. სპორტსმენები უკვე დღეიდან განაახლებენ ვარჯიშებს და მომავალი წლის ჩემპიონატებისთვის მოემზადებიან. კარატისტები 2020 წლის მარტში თბილისის თასზე იასპარეზებენ, მაისში კი ბათუმი საერთაშორისო ტურნირს „ბათუმი ოუფენს“ უმასპინძლებს.