''საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები''

07 სექ 2016

კონფერენცია “საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები” გაიხსნა. ღონისძიებაში ადგილობრვ პროფესორებთან ერთად პოლონეთის, უკრაინის და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორ-მასწავლებლებიმონაწილეობდნენ. მათ მოხსენებები საზღვაო ტრანსპორტის, საინჟინრო ტექნოლოგიების ლოჯისტიკის და ტურიზმის თემატიკაზე წარმოადგინეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია  მიზნად ისახავს საზღვაო დარგის განვითარების პერსპექტივების განხილვას. ღონისძიება  აჭარის განათლების, სამინისტრომ 12 000 ლარით დააფინანსა.