05 ნოე 2019
ქართველ მოციგურავეთა წყვილმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ჩელენჯერის სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შეჯიბრებაში 8 ქვეყნის 11-ი წყვილი მონაწილეობდა. ქართველმა წყვილმა მოკლე და თავისუფალი პროგრამა შეასრულა და ჯამში 174.63 ქულა დააგროვა. წყვილი მომავალ წელს სენიორებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზებენ. შეჯიბრება საერთაშორისო საციგურაო ეგიდით ჩინეთის ქალაქ დონგუანში გაიმართა.