მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

05 ნოე 2019

აფრიკის წყლებში გატაცებული მეზღვაურების ბედი ამ დრომდე უცნობია. საზღვაო ტრნსპორტის სააგენტოს ცნობით, გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში, ლომეს პორტში. თავდასხმის დროს ეკიპაჟის 24 წევრიდან 4 მეზღვაური გაიტაცეს.

ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და  ერთი საქართველოს მოქალაქეა. სააგენტოში  ელოდებიან გამტაცებლების მხრიდან კომუნიკაციას, უცნობია მათი მოთხოვნა.