საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია იუბილარია

04 ნოე 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია  იუბილარია.  პირველი გადაცემა ეთერში 32 წლის წინ, 4 ნოემბერს გავიდა. არხმა მაუწყებლობა 1987 წელს დაიწყო და კვირაში ორჯერ საინფორმაციო - მუსიკალური გადაცემით გადიოდა ეთერში.

1999 წლიდან აჭარის ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს.  უკვე მე-6 წელია აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს ატარებს.