ციანიდიდან ჭყონდიდამდე

02 ნოე 2019

მამალაძის საქმე, ეკლესიაში არსებული პრობლემების სააშკარაოზე გამოტანისა და შიდა დაპირისპირების გამომზიურების საბაბი გახდა. იმაზე, რაზეც მანამდე ყველა მოარულად საუბრობდა, 2017 წლიდან შეუქცევად პროცესად იქცა.

ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ამავე დროს, ყველაზე მდიდარ ინსტიტუციაში პოზიციები  ორად გაიყო. გამოაშკარავდა ბევრი ისეთი ამბავი, რომელზეც მანამდე არავინ საუბრობდა, მით უმეტეს სასულიერო პირებიდან.