გორში სასწრაფოს ექიმებმა ქალი სახლში ამშობიარეს

02 ნოე 2019

დღეს, გორის სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ექიმებმა მშობიარობა მისამართზე მიიღეს.

გამოძახებიდან სასწრაფოს ბრიგადა კიდევ ერთი სასიხარულო ამბით დაბრუნდა - ჯანმრთელი, ენერგიული და გამორჩეულად აქტიური ბიჭი საკუთარ სახლში დაიბადა.