პატრიარქმა მეუფე პეტრეს თხოვნა არ დააკმაყოფილა

02 ნოე 2019

პატრიარქმა მეუფე პეტრეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. განყენებულმა მიტროპოლიტმა ჭყონდიდის ეპარქია უნდა დატოვოს და შიომღვიმის მონასტერში  წავიდეს - ასეთია ილია II-ის  პოზიცია.

თავად ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა, შიომღვიმის მონასტერში წასვლაზე უარს აცხადებს.

მეუფე პეტრე თავის ყოფილ ეპარქიაში მდებარე ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში წასვლის ნებართვას ითხოვდა.